სიახლეები

ტრენინგი თემაზე „საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაცია“

9-10 ნოემბერს,იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი თემაზე „საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაცია“.

ტრენინგს უძღვებოდნენ იუსტიციის საწავლო ცენტრის ტრენერები ნინო რომაშვილი და დავით ზარდიაშვილი.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციებს და მათი პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.