სიახლეები

ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი

2015 წლის 3-5 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • ზოგადი მენეჯმენტის პრინციპები, მენეჯმენტის ფუნქციები;
  • დაგეგმვის მნიშვნელობა და მასშტაბები;
  • გუნდის მართვა და განვითარება, როლები გუნდში; 
  • კომუნიკაცია ორგანიზაციულ დონეზე, კომუნიკაციის სტილი;
  • ლიდერობის სტილი, დელეგირების მნიშვნელობა;
  • დროის მართვა;
  • ამოცანების დასმა, სამუშაოს შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომელთა მოტივირება.

 

მსგავსი ტიპის ტრენინგები ხელს უწყობს ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვის პროცესების გაუმჯობესებას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.