სიახლეები

თბილისის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ მიმდინარე წლის 24 ივნისიდან ჩაატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპს.

ტესტების პროფესიული ნაწილი მომზადებულია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის“ 2014 წლის 10 სექტემბრის N 73/სა  ბრძანების დანართით განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში გამოყენებული იქნება 10 ლოგიკური და 5 მათემატიკური დავალება.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი N68.ბ.

კონკურსანტებს ტესტირების დრო ეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

საგამოცდო ტესტის ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ლინკზე.