სიახლეები

,,სამართალდამრღვევთათვის აზროვნების უნარ-ჩვევების ინტერვენციის მომზადება“

ევროკავშირის მხარდაჭერით, 11 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრში დაიწყო ხუთდღიანი ტრენინგი ,,სამართალდამრღვევთათვის აზროვნების უნარ-ჩვევების ინტერვენციის მომზადება“, რომელსაც უცხოელი ექსპერტი - ჯილიან ჯონსონი უძღვება.

ტრენინგს ესწრებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელარსრულების სამინისტროს ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.