სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ჩართულია მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა გადამზადების პროცესში.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო ცენტრში პერიოდულად ტარდება მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა გადამზადება მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების სტანდარტებში.

ამ ეტაპზე, ტრენინგი უკვე გაიარა ახმეტის, ქარელის, ყვარლის, ხობის, გორის, ოზურგეთის, ახალციხის მუნიციპალიტეტების 50-მდე თანამშრომელმა, მათ შორის იყვნენ თბილისის მერიის წარმომადგენლებიც.