სიახლეები

პიროვნული განვითარება და ემოციური ინტელექტი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?

თუ თქვენ თვლით, რომ პიროვნული და კარიერული წარმატების მიღწევისათვის აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა, ინტელექტი უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე ემოციებთან და გრძნობებთან დაკავშირებული ფუნქციები, მნიშვნელოვანია გაიგოთ მეტი ,,დეკარტეს შეცდომის“ შესახებ. ახალი თაობა ემოციურად მეტად იტვირთება, ვიდრე ეს წინა თაობების შემთხვევაში იყო. ამიტომ, რაც უფრო მეტად გადის დრო, მით მეტად იზრდება ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა.

როგორია ტრენინგის ფორმატი?
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ემოციური ინტელექტის ფენომენი მათ პიროვნულ და კარიერულ წარმატებაში, ასევე მათ საშუალება ექნებათ შეაფასონ საკუთარი პიროვნული მახასიათებლებისა და ემოციების წვდომის უნარი.

ტრენინგის თემები:
• ,,დეკარტეს შეცდომა“
• ემოციური ინლეტექტი, როგორც წარმატების ფაქტორი
• ემოციები და დარწმუნების ფსიქოლოგია
• ემოციები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
• ემოციები და თვითბრენდინგი

ფსიქოლოგიური ტესტები:
- ბარონ –კოჰენის - „ემოციების წვდომის ტესტი“ - “Reading the mind in the eyes” (Baron-Cohen)
- ჰანს აიზენკის პიროვნული კითხვარი - ტემპერამენტის ტიპები

ტრენინგის მიზანი: მონაწილეთა მიერ საკუთარი პიროვნული მახასიათებლების შეფასება, კარიერული და პიროვნული ზრდისათვის საჭირო ინფორმაციის მიღება.

ვის შეუძლია მონაწილეობა? ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს გაიგოს მეტი საკუთარი პიროვნული მახასიათებლების შესახებ და აქვს პიროვნული განვითარების მზაობა.

ტრენინგის თარიღები და განრიგი: ტრენინგი იგეგმება 30 მაისს. პროგრამა გრძელდება 1 დღეს, 6 საათს (1100 - 1700 სთ).

ტრენერი: მაია ხოსიტაშვილი - სოციალური ტრენინგების სამსახურის უფროსი (ფსიქოლოგი). მას აქვს სასწავლო/სატრენინგო და კვლევითი 8 - წლიანი გამოცდილება. მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა კვლევითი სამეცნიერო სტატია და სახელმძღვანელო. ამჟამად იგი მუშაობს ემოციური ინტელექტის ფენომენის კვლევაზე საქართველოში (იხ. ბმული).

მონაწილეობის საფასური: 200 ლარი (თანხა მოიცავს კვების, საკანცელარიო მასალებისა და სერტიფიკატის ხარჯებს). სტუდენტების შემთხვევაში კურსის საფასურია - 50 ლარი (25%).

კურსზე რეგისტრაცია:
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე - 25 მაისამდე. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ჯგუფში მოხვდებიან მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული კანდიდატები.
საკონტაქტო პირი: თამარ ჯანანაშვილი:E-mail - tjananashvili@tcj.gov.ge; T – 599 27 00 76.