სიახლეები

მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრენინგზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“

2015 წლის 24 აპრილს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“. ტრენინგს გაუძღვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატიდან მოწვეული ექსპერტი. ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს. ტრენინგის საფასური შეადგენს 120 ლარს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 ნებისმიერი საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია არის პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი და ეკისრება პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. გარდა ამისა, ორგანიზაციების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი განაპირობებს მისადმი საზოგადოების ნდობას. პერსონალური მონაცემების დაცვა არის თანამედროვე ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხის მაჩვენებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი.  სარეგისტრაციო ბმული