სიახლეები

ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი

ა.წ. 17-19 ოქტომბერს, ასევე 31 ოქტომბერი – 2 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში იგეგმება ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისათვის.

ტრენინგის მიზანია ზოგადი მენეჯმენტის საკითხებზე თანამშრომელთა ცოდნის დონის გაღრმავება და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს შუწყობს ორგანიზაციული მართვის პროცესების გაუმჯობესებას.

გადამზადების კურსისის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ზოგადი მენეჯმენტის პრინციპები, მენეჯმენტის ფუნქციები
  • დაგეგმვის მნიშვნელობა და მასშტაბები
  • გუნდის მართვა და განვითარება, როლები გუნდში
  • კომუნიკაცია ორგანიზაციულ დონეზე
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და კომუნიკაციის სტილი
  • ლიდერობის სტილი, დელეგირების მნიშვნელობა
  • დროის მართვა
  • ამოცანების დასმა, სამუშაოს შესრულების კონტროლი და კონსტრუქციული უკუკავშირი
  • თანამშრომელთა მოტივირება და მოტივატორები

მსგავსი ტიპის ტრენინგები ხელს უწყობს ორგანიზაციულ განვითარებასა და ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებას, რაც აისახება მუშაობის ეფექტიანობაზე.