ISO 9001:2015

 

დღეისათვის სასწავლო ცენტრი მომხმარებლებს სამართლებრივი, სოციალური უნარების, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 100-ზე მეტ ტრენინგმოდულს სთავაზობს.


სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაში ადამიანის უფლებების  დასაცავად, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა და კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად.

სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

  • ტრენინგი (სწავლება);
  • ტესტირება/ტესტის შექმნა (შეფასება).

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ საჯარო, კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას.

ცენტრი მუდმივად ზრუნავს, რომ გაზარდოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა და  მაქსიმალურად მიუახლოვდეს ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს.

პირველად ხარისხის ნიშანი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 2014 წელს მიიღო. მომხმარებელთა მოთხოვნების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში 2014  წლიდან დაინერგა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ისო 9001:2008, ხოლო 2017 წელს  ცენტრმა მიიღო განახლებული  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ისო 9001:2015 სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია 2020 წლამდე.

ისო 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ მენეჯმენტის კუთხით, ორგანიზაციის საქმიანობა შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან. ისო 9001 სისტემის დანერგვა ხელს უწყობს თანამშრომელთა მუშაობისა და მართვის პროცესების ეფექტიანობის გაზრდას, რაც აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. 

ISO 9001:2015

ეწვიეთ ბმულს