ინფრასტრუქტურა

სსიპსაქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ინფრასტრუქტურა

ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ინფორმაცია მოცემულია თბილისის ოფისისა და ყვარლის ფილიალის შენობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიული ორგანო ყვარლის სასწავლო ცენტრი

სასწავლო ცენტრის ფილიალი „ყვარელი“ განთავსებულია 4, 922 კვ. მ ფართობზე. სასტუმრო სივრცე შედგება 36 ოთახისაგან, რომელთაგან 34 სტანდარტული ოთახია და 2 − ლუქსი. სასწავლო ცენტრის ფილიალს შეუძლია, ერთდროულად უმასპინძლოს 70 პირს. თითოეულ ოთახს აქვს თავისი ტერასა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი.

სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს თანამედროვედ აღჭურვილი და კეთილმოწყობილი სატრენინგო, საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი ოთახები:

 

ოთახის ფუნქციური დანიშნულება

ოთახის დასახელება და მონაწილეთა რაოდენობა

სატრენინგო და საქმიანი

შეხვედრებისათვის განკუთვნილი

6 ოთახი:

„ყაყაჩო“ – 5-15 მონაწილისათვის;
„ლერწამი“ – 3-7 მონაწილისათვის;
„ბროწეული“ –7-12 მონაწილისათვის;
„ბადაგი“ – 10-26 მონაწილისათვის;
„კახეთი“ და „ქვევრი“ – 25-50 მონაწილისათვის;
„ყვარელი“ – 15-30 მონაწილისათვის;

კომპიუტერული აუდიტორია:

„ვაზი“ – 15-26 მონაწილისათვის;

საკონფერენციო დარბაზი:

„კახეთი“, „ქვევრი“, „ყვარელი“, „ბადაგი“ – 70-150 მონაწილისათვის;

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი თბილისში

სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს თანამედროვედ აღჭურვილი და კეთილმოწყობილი სატრენინგო, საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი ოთახები:

ოთახის ფუნქციური დანიშნულება

მონაწილეთა რაოდენობა

სატრენინგო და საქმიანი შეხვედრებისათვის
განკუთვნილი 9 ოთახი:

„ოთახი №1“  – 10-15 მონაწილისათვის;
„ოთახი №2“ – 20-25 მონაწილისათვის;
„ოთახი №3“ – 10-20 მონაწილისათვის;
„ოთახი №4“ – 15-20 მონაწილისათვის;
„შეხვედრების ოთახი“ – 2-15  მონაწილისათვის.

 საკონფერენციო დარბაზი:

 „ოთახი №1“, „ოთახი №2“ – 30-45 მონაწილისათვის

კომპიუტერული აუდიტორია:

„ოთახი №1“ – 1-23 მონაწილისათვის;
 „ოთახი №2“ – 1-25 მონაწილისათვის;
 „ოთახი №3“ – 1-25 მონაწილისათვის.

ასევე, სასწავლო ცენტრში არის კეთილმოწყობილი მოსაცდელი და მოსასვენებელი სივრცეები განტვირთვისათვის თბილისსა და ყვარელში.